კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მადრიდის “რეალს” ვინისიუსმა მოაგებინა (ვიდეო)

რეალმა ვალიადოლიდი დაამარცხა

Image source: la liga

 

ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში მადრიდის „რეალმა“ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლა და ძალზე მძიმე ბრძოლაში მოიგო.

ზინედინ ზიდანის გუნდს ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერის და გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდის ძლევა ძალიან გაუჭირდა.

მატჩის ბედი ვინისიუს ჟუნიორმა გადაწყვიტა, რომელმაც 65-ე წუთზე გაიტანა თამაშის ერთადერთი გოლი. „რეალმა“ 7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

„რეალი“ – „ვალიადოლიდი“ 1:0

გოლი: 1:0 ვინისიუსი (65)

 

 

წყარო – Laliga

 

ცნობილია ჩემპიონთა ლიგის ყველა მონაწილე გუნდი