კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მადრიდის “რეალმა” “ელ კლასიკოში” დამაჯერებლად იმარჯვა (ვიდეო)

ელ კლასიკო რეალმა მოიგო

Image source: laliga

 

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში „ბარსელონა“ „ელ კლასიკოში“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა. ისტორიული დაპირისპირება ახლაც საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

ანგარიში სწრაფად გაიხსნა. მე-5 წუთზე „რეალმა“ სწრაფი და შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა, რომელიც გოლით დასრულდა. თავი ურუგვაელმა ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ გამოიჩინა. „ბარსამ“ ძალიან მალე შეძლო წონასწორობის აღდგენა. ხორდი ალბას ფლანგური პასი ანსუ ფატიმ დააგვირგვინა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

თუმცა, ამის შემდეგ „რეალი“ დაცვაში პრაქტიკულად უშეცდომოდ მოქმედებდა და ეს შედეგშიც აისახა. „ბარსელონას“ საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა, ზინედინ ზიდანის გუნდმა კი მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა. 63-ე წუთზე სერხიო რამოსმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თვითონვე დაარტყა და „რეალი“ მეორედ დაწინაურდა. მადრიდელებმა შეხვედრას წერტილი 90-ე წუთზე დაუსვეს. მეტოქის კარი ვეტერანმა ლუკა მოდრიჩმა აიღო.

„რეალმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ შეძლო გამარჯვების მოპოვება, ხოლო „ბარსელონა“ ლა ლიგაში ზედიზედ მეორე დამარცხდა. მადრიდელებს 13, ხოლო კატალონელებს მხოლოდ 7 ქულა აქვთ.

„ბარსელონა“ – „რეალი“ 1:3

„ბარსელონა“ (4-2-3-1): ნეტო; დესტი, პიკე, ლენგლე, ალბა (ბრაითვაითი 87); ბუსკეტსი (ტრინკაუ 82), დე იონგი; პედრი (დემბელე 82), კოუტინიო, ანსუ ფატი (გრიზმანი 82); მესი

 „რეალი“ (4-3-3): კურტუა; ნაჩო (ვასკესი 43), ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი; ვალვერდე (მოდრიჩი 69), კაზემირო, კროოსი; ასენსიო (როდრიგო 81), ბენზემა, ვინიუსი

გოლები: 0:1 ვალვერდე (5), 1:1 ანსუ ფატი (8), 1:2 სერხიო რამოსი (63, პენ), 1:3 მოდრიჩი (90)

 

 

წყარო – Laliga

 

3 დღე, რათა გიორგი ცინცაძის პასი გულშემატკივართა დახმარებით ათწლეულის საუკეთესო პასად აღიარდეს