კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მადრიდის “რეალის” უმნიშვნელოვანესი და ურთულესი გამარჯვება (ვიდეო)

რეალმა ინტერი დაამარცხა

Image source: UEFA Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში B ჯგუფში მადრიდის „რეალმა“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლა. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.

გამარჯვება ფუნდამენტური იყო, რადგან პირველი-ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ამიტომაც იყო, რომ მოედანზე არცერთს არაფერი დაუთმია.

„რეალმა“ თავიდან ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ჯერ ქარიმ ბენზემამ გახსნა ანგარიში, რასაც სერხიო რამოსის გოლი მოჰყვა, რომელმაც „რეალში“ საიუბილეო, მეასე გოლი გაიტანა. „ინტერი“ სოლიდური ჩამორჩენის მიუხედავად არ ჩამორჩა და გაათანაბრა.

პირველივე ტაიმში ლაუტარო მარტინესმა ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 68-ეწუთზე ივან პერიშიჩმა წონასწორობა აღადგინა. „რეალმა“ გამარჯვება მაინც მოიპოვა. მე-80 წუთზე როდრიგომ ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით მადრიდელებს მოაგებინა.

„რეალმა“ 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე-მესამე ადგილს „შახტართან“ ერთად იყოფს, „ინტერს“ კი მხოლოდ 2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

„რეალი“ – „ინტერი“ 3:2

გოლები: 1:0 ბენზემა (25), 2:0 სერხიო რამოსი (33), 2:1 ლაუტარო (35), 2:2 პერიშიჩი (68), 3:2 როდრიგო (80)

 

 

წყარო – UEFA Champions League

 

შერმადინი ესპანეთში საუკეთესოდ კიდევ ერთხელ აღიარეს (ვიდეო)