კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მადრიდის “რეალის” კაპიტნის მორიგი მიღწევა: “იმედია ამის გაკეთება კიდევ რამდენიმეჯერ მოვახერხებ” (ფოტო)

სერხიო რამოსი მორიგი მიღწევა

Image source: Real Madrid C.F. ფეისბუკ გვერდი

 

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში B ჯგუფში მადრიდის „რეალმა“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 ანგარიშით გაიმარჯვა. მასპინძელთა კაპიტანმა მატჩში თავი გოლით გამოიჩინა და მადრიდული კლუბის მაისურით მეტოქეთა კარი უკვე მეასედ აიღო. ამის გარდა ეს მისთვის 659-ე მატჩი იყო. ურთულესი მატჩის შემდეგ მან კომენტარიც გააკეთა:

“100 გოლი – ეს ცუდი არ არის! იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება კიდევ რამდენიმეჯერ მოვახერხებ. ეს ჩვენთვის რთული მატჩი იყო. “ინტერი” ძალიან ძლიერი გუნდია თავისი უნიკალური სათამაშო სტილით. ისინი თავის თამაშს თამაშობდნენ. საბოლოოდ ჩვენ დადებითი შედეგი  დავაფიქსირეთ და 3 ქულა ავიღეთ” , – განაცხადა რამოსმა.

მადრიდის „რეალმა“ 4 ქულა დააგროვა და B ჯგუფში მეორე-მესამე ადგილს დონეცკის შახტართან ერთად იყოფს, ინტერს კი მხოლოდ 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

წყარო-ChampionsLeague

 

 

 

 

მადრიდის “რეალის” უმნიშვნელოვანესი და ურთულესი გამარჯვება (ვიდეო)