კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მადრიდის “რეალი” ლა ლიგაში სენსაციურად დამარცხდა (ვიდეო)

რეალისმოულოდნელი მარცხი

Image source: Getty images

 

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ლევანტეს“ უმასპინძლა და სენსაციური მარცხი განიცადა.

ზინედინ ზიდანის გუნდს თითქის მთელი თამაშის რიცხობრივ უმცირესობაში მოუწია გატარება, რადგან მე-9 წუთზე ედერ მილიტაო გააძევეს. თუმცა, 4 წუთში მარკო ასენსიომ ანგარიში გახსნა და „რეალი“ დააწინაურა.

მიუხედავად ამისა, „ლევანტემ“ რიცხობრივი უპირატესობა შესანიშნავად გამოიყენა და პირველ ტაიმში მორალესის გოლით გაათანაბრა, ხოლო მატჩის მიწურულს როხერ მარტიმ გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მარტიმ მანამდე პენალტის გატანა ვერ მოახერხა.

მადრიდის „რეალი“ 40 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ატლეტიკოს“ 7 ქულით ჩამორჩება, თან ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

„რეალი“ – „ლევანტე“ 1:2

გოლები: 1:0 ასენსიო (13), 1:1 მორალესი (32), 1:2 როხერ მარტი (78)

 

 

წყარო – La liga

 

უნგრეთში გიორგი ბერიძემ მორიგი გოლი გაიტანა