კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერმა ისევ ტრავმა მიიღო

ჟოაო ფელიქსი ტრავმირებულია

Image source: Getty images

 

მადრიდის „ატლეტიკოს“ პორტუგალიელი თავდამსხმელი ჟოაო ფელიქსი გამოაკლდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო.

ჯერჯერობით ტრავმის ხარისხი უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ჟოაო 1 თვე იუქმებს და სეზონის განახლების საწყისი სტადიის გამოტოვება მოუწევს.

ჟოაო ფელიქსმა მიმდინარე სეზონში „ატლეტიკოს“ ღირსება ყველა ტურნირზე 28-ჯერ დაიცვა და 6 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა ტრავმა ამ სეზონში უკვე მესამედ მიიღო.

 

წყარო – Atletico De Madrid

 

იბრაჰიმოვიჩმა მძიმე ტრავმა მიიღო და შესაძლოა კარიერის დასრულება მოუხდეს