კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლუკა ზარანდია ტოპ 10 ფეხბურთელს შორის დაასახელეს, რომლების ტრანსფერმაც არ გაამართლა

 

ბელგიის ჩემპიონატის გუნდების მიერ განვლილ ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერებიდან გამოცემა Voetbalkrant-მა გამოარჩია 10 ყველაზე წარუმატებელი.

ვებ-გვერდის ვერსიით ამ რიცხვს მიეკუთვნება ქართველი ნახევარმცველის, ლუკა ზარანდიას ტრანსფერი, რომელიც საფეხბურთო კლუბმა “ზლუტე-ვარეგემმა” შეიძინა.

“ქართველ მოთამაშეს ბელგიის ჩემპიონატში ადაპტირების პროცესი გაუგრძელდა. მწვრთნელი მას უწინდებურად სათამაშო დროს უთმობს, თუმცა შედეგი არ ჩანს. სხვა მხვრივ, ის მხოლოდ 23 წლისაა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა”, – ნათქვამია ვებ-გვერდზე.

23 წლის ქართველი ფეხბურთელი ბელგიურ გუნდს ივლისის დასაწყისში პოლონური “არკადან” შეუერთდა. ახალ გუნდში მან 18 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. მიხ ანგარიშზე მხოლოდ 5 საგოლე პასია.

წყარო – Voetbalkrant

ოფიციალურად: ბათუმის “დინამო” ვიცე-კაპიტანმა დატოვა