Image source: Valmiera FC
თამაზ პერტიას გაწვრთნილმა “ვალმიერამ” ლატვიის ჩემიონატის 25-ე ტურში “იელგავას” ესტუმრა და შეხვედრა ფრედ – 2:2 დაასრულა.
მატჩის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა გადრანმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მეორე ქართველი, ლუკა სილაგაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან მეორე ტაიმში ჩაერთო და 70-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გოლი გაიტანა.
“ვალმიერა” ლატვიის “ვირსლიგაში” 24 ჩატარებული მატჩის შემდეგ 40 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფება.
ვიდეობი
ფოტოები