კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლუკა მატკავა: “გახარებული ვარ და ამავდროულად ვნერვიულობ”

ლუკა მატკავას კომენტარი

Image source: rugby.ge

 

შემოდგომის ერთა თასისთვის გამოძახებულ მორაგბეებს შორის, 3 ახალგაზრდა დებიუტანტია – 19 წლის “ორიაკის” 9 ნომერი მიხეილ ალანია, “არმაზის” 19 წლის მგეზავი ლუკა მატკავა და “ხვამლის” 18 წლის ფულბეკი დავით ნინიაშვილი.

ნაკრების შეკრებაზე პირველადაა “არმაზის“ მგეზავი ლუკა მატკავა, რომელმაც ჯერ უმცროს ბორჯღალოსნებში გამოიჩინა თავი, მერე დიდი 10-ის გარდამავალ სეზონში და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყურადღება დაიმსახურა:

“ნაკრებში ყველა თბილად დამხვდა. აქ ოჯახური, იდეალური გარემოა და ყველა ერთმანეთს ვუფრთხილდებით. გახარებული ვარ და ამავდროულად ვნერვიულობ, რადგან ასეთი მაღალი დონის ტურნირზე წასვლა დიდი პასუხისმგებლობაა. თუ შანსი მომეცემა, მაქსიმალურად ვეცდები მის გამოყენებას.

ტიერ1-ის გუნდებთან შეხვედრის შანსი ხშირად არ გვეძლევა და მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ შეგვიძლია მათ ტოლ-სწორად ვეთამაშოთ. აქამდე მსგავსი დონის გუნდებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვეთამაშე, მაგრამ დონეებს შორის განსხვავება ძალიან დიდია“, – განაცხადა მაკტავამ.

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

მიხეილ ალანია: “ვფიქრობ, უნდა გავიდეთ და წნეხის გარეშე ვითამაშოთ, ვაჩვენოთ რა შეგვიძლია”