კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლუკა ლოჩოშვილმა ავსტრიის ჩემპიონატში გოლი გაიტანა

ლოჩოშვილის გოლი ავსტრიაში

Image source: laola1.at

 

ავსტრიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის „ვოლფსბერგერმა“ სტუმრად ვენის „აუსტრია“ 5:3 დაამარცხა.

ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო გიორბელიძე თადარიგში დარჩა. 22 წლის ქართველმა მცველმა გოლიც გაიტანა. მან მე-14 წუთზე შეძლო თავის გამოჩენა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. შემდეგ „ვოლფსბერგერმა“ შეტევაში წარმატებით თამაში გააგრძელა და 5:3 მოიგო.

ლუკა ლოჩოშვილმა ავსტრიაში სადებიუტო გოლი გაიტანა, მას ჩემპიონატში 17 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ამას გარდა სხვა ტურნირზე კიდევ 12-ჯერ ითამაშა. „ვოლფსბეგრერმა“ 33 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

 

წყარო – Wolfsberger AC

 

ეროვნული ლიგა – საოცარი მატჩი “სამტრედიასა” და “ლოკომოტივს” შორის