კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ლუკა ლოჩოშვილის შესანიშნავი საგოლე პასი ავსტრიაში (ვიდეო)

ლოჩოშვილის საგოლე პასი

Image source: laola1.at

 

ავსტრიის ჩემპიონატის მე-5 ტურში „ვოლფსბერგერი“ „რაპიდს“ დაუპირისპირდა და 3:4 დაძაბულ ბრძოლაში წააგო.

მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც საგოლე პასი შეასრულა. „ვოლფსბერგერი“ შეხვედრას 0:2-ს აგებდა, მაგრამ შემდეგ 3 გოლი გაიტანა და 3:2 იგებდა. მესამე გოლის მომენტში ლოჩოშვილმა შესანიშნავად ითამაშა და თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მანაც გაიტანა.

თუმცა, „ვოლფსბერგერმა“ მაინც წააგო, რადგან ბოლო 15 წუთში 2 გოლი გაუშვა. მათ შორის, ბოლო წუთზე, ლუკამ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და პენალტი დაინიშნა, რომლის წყალობით სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

„ვოლფსბერგერმა“ 5 ტურში მხოლოდ 3 ქულის მოპოვება შეძლო და მე-10 ადგილს იკავებს.

 

 

წყარო – Wolfsberger AC

 

ქვილითაია: “მნიშვნელოვანია, რომ ვთამაშობ და გოლებიც გამაქვს”