კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლუკა გუგეშაშვილი: “ვეცდებით, რომ თამაში ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ”

ლუკა გუგეშაშვილის კომენტარი საფრანგეთთან მატჩის წინ

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში საფრანგეთს უმასპინძლებს. წლის სადებიუტო თამაშამდე ბოლო ვარჯიში ვასილ მაისურაძის გუნდმა გუშინ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გამართა. საწვრთნელი პროცესი 1 საათი გაგრძელდა. საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, 21-წლამდე ნაკრების მეკარემ ლუკა გუგეშაშვილმა საფრანგეთთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

საფრანგეთი ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი და ნამდვილად რთული მეტოქეა. ჩვენ, მათ წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაშიც დავამტკიცეთ, რომ ასეთი დონის ნაკრებებთან თამაში შეგვიძლია და ხვალაც შევეცდებით, რომ ეს გავიმეოროთ. სამწუხაროდ, იმ მატჩში არ გაგვიმართლა და ახლა ვეცდებით, რომ თამაში ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ გუნდში არსებული დანაკლისი არ შეგვეტყოს და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ” , – განაცხადა გუგეშაშვილმა.

მატჩი დღეს, გორის “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე შედგება.

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

ირაკლი ბუღრიძე: “ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან გვიწევს დაპირისპირება”