კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლუკა გადრანმა ზინედინ ზიდანისავით “დინამოს” ფეხბურთელს თავი ჩაარტყა (ვიდეო)

გადრანნმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელ მკერდში თავით დაარტყა

Image source: baltyckifutbol.pl

 

ლატვიის თასის 1/4-ფინალში ქართველების “ვალმიერამ”, სადაც ლუკა სილაგაძე და ლუკა გადრანი თამაშობენ, ხოლო მთავარი მწვრთნელი კი 46 წლის თამაზ პერტიაა, საკუთარ მოედანზე “დინამო რიგა” მშრალი და დამაჯერებელი 5:0 ანგარიშით დაამარცხა.

სილაგაძე მოედანზე შეცვლაზე 30′-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გადრანი 89′-ე წუთამდე მოედანზე იყო, სანამ წითელ ბარათს არ მიიღებდა უხეში და არასპორტული ქცევისთვის. “დინამოს” ფეხბურთელსა და ლუკა გადრანს შორის კონფლიქტი თამაშის მიმდინარეობისას მოხდა და თავი გულ-მკერდის არეში ჩაარტყა, ისე როგორც 2006 წლის 8 ივლისს ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იტალიელ მცველს, მარკო მატერაცის თავი ჩაარტყა და წითელი ბარათით დაასრულა მატჩი.

 

წყარო – LV_futbols

 

 

 

 

 

 

სასიხარულო ამბები: ნიკოლოზ ესართიას სახელზე 1 ოქრო და 2 ვერცხლის მედალია