კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლუის სუარესი კარიერას ესპანურ გუნდში გააგრძელებს

ლუის სუარესი ატლეტიკოში

Image source: Getty images

 

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავა. როგორც ცნობილი გახდა, ურუგვაელი ფეხბურთელი კლუბს შეუთანხმდა და სულ მალე „ბარსასთან“ კონტრაქტს გაწყვეტს.

33 წლის ფორვარდი „ატლეტიკოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. სუარესს „იუვენტუსს“ უკავშირებდნენ, მაგრამ იტალიურ კლუბში მისი ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობდა და 283 შეხვედრაში 198 გოლის გატანაც შეძლო.

 

წყარო – Sky Sport

 

“როტორის” დირექტორი: “ანანიძე რუსეთში ცნობილი მოთამაშეა და ამიტომ დავიმატეთ”