კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლორიას წერილი ვაისს: “სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ჩვენი ოცნების ახდენა”

გიორგი ლორია ვაისზე ისაუბრა

 

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ვლადიმირ ვაისს საჯარო წერილით დაემშვიდობა და მას მადლობა გადაუხადა.

“დიდი მადლობა ამ 5 წლისათვის, რაც ერთად გავატარეთ.

სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ჩვენი ოცნების ახდენა, რასაც ყველა ველოდით, თუმცა გუნდურად მუშაობის პროცესში ჩვენ გავიზიარეთ ბევრი სიხარული და ბედნიერი წუთები.

ცხოვრება გრძელდება! გისურვებთ დიდ წარმატებას თქვენს საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში დიდ გამარჯვებას მიაღწევთ”, – დაწერა ლორიამ ინსტაგრამის თავის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში 2016-2020 წლებში მუშაობდა და გუნდი 47 მატჩში გაწვრთნა.

წყარო –

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილი: “კოტეს ნეკნი გატეხილი არ აქვს, ტრავმა მოიშუშა ნოდარ ჭეიშვილმა”