კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლონდონური დაპირისპირება “ჩელსიმ” მოიგო (ვიდეო)

Image source: chelsea football club

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში მოუგებელ სერიას აგრძელებს ლონდონის „არსენალი“. მიკელ არტეტას გუნდი მეორე ლონდონურ კლუბს, „ჩელსის“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

ანგარიში მე-13 ობემაიანგმა გახსნა. „მეთოფეები თამაშს 83-ე წუთამდე იგებდნენ და მცირე უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა ჟორჟინიომ ანგარიში გაათანაბრა. 4 წუთში კი ტამი აბრაჰამმა გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ფრენკ ლამპარდის გუნდს ამ გამარჯვებით 35 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზეა, „არსენალი“ კი 24 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

„არსენალი“ – „ჩელსი“ 1:3

გოლები: 1:0 ობემაიანგი (13), 1:1 ჟორჟინიო (83), 1:2 აბრაჰამი (87)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

მიკელ არტეტა: “არსენალი” ინგლისის ისტორიის უდიდესი გუნდია”