კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლონდონურ დერბიში “არსენალმა” მოიგო (ვიდეო)

არსენალმა ლონდონური დერბი მოიგო

Image source: Getty images

 

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში ლონდონური დერბი შედგა, რომელშიც „არსენალმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და პრინციპული მეტოქე 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველ ტაიმში გოლები გაცვალეს. ერიკ ლამელამ ფანტასტიკური რაბონა დარტყმით შეძლო გატანა და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, „ტოტენჰემმა“ უპირატესობა ტაიმის ბოლომდე ვერ შეინარჩუნა, რადგან მარტინ ედეგორმა მალევე გაათანაბრა.

მეორე ტაიმში „არსენალმა“ გამარჯვების გოლიც გაიტანა. თავი პენალტით მარტინ ედეგორმა გამოიჩინა და ლონდონური დერბი „მეთოფეების“ გამარჯვებით დასრულდა.

„არსენალმა“ ამ გამარჯვებით 41 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა, ხოლო „ტოტენჰემი“ 45 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.

„არსენალი“ – „ტოტენჰემი“ 2:1

გოლები: 0:1 ლამელა (33), 1:1 ედეგორი (44), 2:1 ლაკაზეტი (64, პენ)

 

 

წყარო – Premierleague

 

“იუვენტუსმა” კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქით მოიგო (ვიდეო)