კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლონდონის “ჩელსიმ” დრამატული მატჩი მოიგო (ვიდეო)

ჩელსიმ მოიგო

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში ლონდონის „ჩელსი“ „კრისტალ პალასს“ ესტუმრა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ფრენკ ლამპარდის გუნდმა საწყის ნახევარ საათში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მალევე მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს.

მეორე ტაიმის ორწუთიან ინტერვალში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ბოლო წუთზე კი „ჩელსის“ სასწაულებრივ გადაურჩა გაშვებულ გოლს და მოიგო.

„ჩელსიმ“ 60 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილს ინარჩუნებს, კონკურენტებსაც მიახლოვების შანსი ამ ეტაპზე არ მისცა.

„კრისტალ პალასი“ – „ჩელსი“ 2:3

გოლები: 0:1 ჟირუ (6), 0:2 პულიშიჩი (27), 1:2 ზაჰა (34), 1:3 აბრაჰამი (71), 2:3 ბენტეკე (72)

 

 

წყარო – Premierleague

 

“ფიორენტინას” ფანები რიბერის: “პირი გამოირეცხე და მერე ისაუბრე!”