კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლოკომოტივმა” საბა კვირკველიას შემცვლელი იპოვა. ქართველს სავარაუდოდ იანვარში გაასხვისებენ

Image source: championat

 

წამყვანმა რუსულმა გამოცემა Championat-მა მოსკოვის “ლოკომოტივის” სატრანსფერო გეგმები გააანალიზა და დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც დედაქალაქური კლუბი დიდი ალბათობით შეიძენს და მოთამაშეები, რომლებსაც იანვარში დაემშვიდობება.

სტატიაში ნათქვამია, რომ მოსკოვური კლუბისა და საქართველოს ნაკრების მცველი, სოლომონ კვირკველია გუნდიდან წასვლის მთავარი კანდიდატია.

“ქართველს ჯერ ტრავმის გამო გაუცდა დიდი პერიოდი, გამოჯანმრთელების შემდეგაც ძალზედ იშვიათად გამოდის მოედანზე. “ლოკომოტივი” მზადაა 27 წლის ფეხბურთელი გაუშვას და ამასთანავე დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. 

 

ცენტრალური მცველის პოზიციისთვის “ლოკომოტივმა” სამიზნედ ვალდემარ ანტონი დაისახა, რომელიც “ჰანოვერის” შემადგენლობაში გამოდის. თუ გუნდები ტრანსფერის ფასზე შეთანხმდებიან, მოთამაშე თითქმის უეჭველად მოსკოვში გადაბარგდება”, – ნათქვამია ვებ-გვერდზე.

წყარო – championat.com

საქართველოს ხელბურთის ნაკრები მსოფლიოს და ევროპის შესარჩევი შეხვედრებისთვის ემზადება