კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლოკომოტივმა” ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება სამომავლოდ გადადო

Image source: Lokomotiv Tbilisi

 

საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივმა“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა. ლევან კორღალიძის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ლიგის ზონაში ადგილს ინაღდებდა.

თუმცა, „ჩიხურამ“ შესანიშნავად ითამაშა და მეტოქის გამარჯვებების სერია დაასრულა. ანგარიში ოლეგ მამასახლისმა პირველ ტაიმში გახსნა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში ჩიხლაძემ სხვაობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ლოკომოტივი“ მაინც ძალიან ახლოსაა მეოთხე ადგილთან, რადგან იმავე „ჩიხურას“, რომელიც მეხუთე პოზიციაზეა, 5 ქულით უსწრებს და სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 2 ტურია დარჩენილი.

„ლოკომოტივი“ – „ჩიხურა“ 0:2

გოლები: 0:1 მამასახლისი (31), 0:2 ჩიხლაძე (47)

 

გიორგი ბერიძემ ბელგიაში მეხუთე გოლი გაიტანა