კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე “დინამომ” მოქმედ ჩემპიონთან იბრძოლა

Image source: WPC Dinamo Tbilisi

 

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში „დინამო თბილისმა“ მეოთხე ტურის შეხვედრა თბილისში ბუდაპეშტის „ფერენცვაროშთან“ გამართა და 10:15 წააგო.

რევაზ ჩომახიძის გუნდმა მოქმედ ჩემპიონთან საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა და რომ არა პირველ პერიოდის ჩაგდება, ვინ იცის, იქნებ უფრო ნაკლები სხვაობით დამარცხებულიყო. საწყის 8 წუთში კი, უნგრელებმა ხუთბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს (5:0) და ამის ხარჯზე იმარჯვეს.

მეორე, მესამე და მეოთხე პერიოდები კი, ფრედ დასრულდა (5:5, 3:3, 2:2). შედეგად, „დინამომ“ 10:15 წააგო და ტურნირზე მეოთხე მარცხი განიცადა, ამ შედეგით კი, ჯგუფში ბოლო ადგილზეა. საქართველოს საუკეთესო გუნდი მომდევნო მატჩს 20 ნოემბერს, საფრანგეთში „მარსელთან“ გამართავს.

„დინამო“ – „ფერენცვაროში“ 10:15 (0:5, 5:5, 3:3, 2:2)

გოლები: 0:1 ვამოსი (06:33), 0:2 ფუნტოლისი (05:00), 0:3 ზალანკი (02:58), 0:4 კალარი (00:47), 0:5 იაკსიჩი (00:04), 1:5 რურუა (07:16), 1:6 იანსიკი (06:13), 1:7 სედლმაიერი (04:47), 1:8 ბიცარი (03:52), 2:8 ბითაძე (03:27), 3:8 შუშიაშვილი (02:54), 3:9 იაკსიჩი (02:10), 4:9 შუშიაშვილი (01:29), 4:10 ფუნტოლისი (01:14), 5:10 ბითაძე (00:47), 5:11 ვამოსი (07:33), 6:11 ვაპენსკი (04:32), 7:11 მაგრაქველიძე (03:39), 7:12 ფონტულისი (02:51), 7:13 ზალანკი (01:23), 8:13 შუშიაშვილი (01:03), 8:14 სედლმაიერი (07:13), 9:14 იელაჩა (06:48), 9:15 ზალანკი (03:29), 10:15 იელაჩა (03:05)

 

“ლოკომოტივმა” ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება სამომავლოდ გადადო