კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლოკომოტივის” რუსმა თავდამსხმელმა სოლომონ კვირკველია “ოცნების გუნდში” დაასახელა

Image source: FC Lokomotiv

 

მოსკოვის ლოკომოტივის რუსმა თავდამსხმელმა, რიფატ ჟემალეტდინოვმა ქართველი თანაგუნდელი, სოლომონ კვირკველია ოცნების გუნდში დაასახელა.

“ცენტრალური მცველების წყვილი იქნება ვედრან ჩორლუკა და სოლომონ კვირკველია. ამ წყვილმა “ლოკომოტივში” არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ბარიერის გადალახვა ძალიან ძნელია. ამის გამო ისინი ბოლო სამი წლის მანძილზე მაღალ პოზიციებს იკავებდნენ და ჩვენ ნაკლებ გოლებს გვიტანდნენ”. – განაცხადა ფეხბურთელმა.

რიფატ ჟემალეტდინოვის ოცნების გუნდში მოხვდა 9 ფეხბურთელი “ლოკომოტივიდან”. თავად ჟემალეტდინოვთან ერთად არიან ასევე მორიც ბაუერი, მაცეი რიბუსი, დიმა ბარინოვი, გჟეგოჟ კრიხოვიაკი, იან მ’ვილა, ანტონ მირანჩუკი, ლიოხა მირანჩუკი. მისი თქმით, ეს გუნდი ინგლისში ითამაშებდა და საუკეთესო სამეულში მოსახვედრად იბრძოლებდა.

 

 

 

წყარო – fclm.ru

 

 

 

 

სოლომონ კვირკველიას თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდასტურდა