კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლოკომოტივის” ფეხბურთელები იბრძოლებენ, რათა, სამომავლოდ რუსულ კლუბებში ითამაშონ” – მოსკოვის “დინამოს” ყოფილი თავდამსხმელი

ოლეგ ტერეხნიმა "ლოკომოტივი" - "დინამოს" შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

Image source: Dinamo Moscow

 

დღეს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის “ლოკომოტივი” მოსკოვის “სპარტაკს” დაუპირისპირდება.

მატჩის წინ მოსკოვური კლუბის ყოფილმა თავდამსხმელმა, ოლეგ ტერეხნიმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“შემადგენლობით “დინამო” მეტოქეზე უფრო ძლიერია. მაგრამ არ ვიცი საქართველოს ჩემპიონატი რა დონისაა. მხოლოდ წავიკითხე, რომ “ლოკომოტივის” ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე 24 წლისაა (აღვნიშნოთ, რომ 24 წელზე მაღლა ბევრი ფეხბურთელი ჰყავს თბილისურ კლუბს- ავტ.). მასპინძელი გუნდი იბრძოლებს, მოთამაშეებს სურვილი იქნებათ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, რათა სამომავლოდ რუსულ კლუბებში გადასვლა შეეძლოთ.

ქართველი ფეხბურთელები მუდამ კარგი ტექნიკით გამოირჩეოდნენ. არამგონია რომ მთელი გუნდით დაცვაში დადგებიან, როგორც ჩვენთან ბევრი აკეთებს. ისინი წინ წამოიწევიან და “დინამოს” კონტრშეტევისთვის ზონები გაეხსნება. მატჩი სანახაობრივი იქნება, მაგრამ “დინამომ” უნდა დაამარცხოს “ლოკომოტივი”.

მოსკოველებმა მაღალი ოსტატობის ხარჯზე უნდა მოიგონ. ვფიქრობ დინამო 3:1 მოიგებს.” – განაცხადა ტერეხინმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის “ლოკომოტივისა” და მოსკოვის “დინამოს” დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

წყარო – sportbox.ru

Zentralplus.ch: “ლუცერნში დარჩენის შემთხვევაში კაკაბაძე საქართველოს ნაკრებში ვეღარ მოხვდება და კარიერასაც დაინგრევს”