კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლივერპულს” ვერ აჩერებენ – “წითლების” მორიგი გამარჯვება (ვიდეო)

Image source: Liverpool fc

 

ინგლისის პრემიერლიგაში „ლივერპულის“ შეჩერება უკვე წარმოუდგენელი გახდა. 21 თამაში, 20 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება! იურგენ კლოპის გუნდი ნანატრი ჩემპიონობისკენ საოცარი ტემპით მიიწევს.

„წითლებმა“ მორიგი გამარჯვება, ლონდონში, „ტოტენჰემის“ წინააღდეგ მოიპოვეს, რაც რა თქმა უნდა, ადვილი გასაკეთებელი არ ყოფილა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს რობერტო ფირმინომ გაიტანა. „ლივერპულს“ 61 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „ლესტერს“ 16 ქულით უსწრებს და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც გამარჯვებაზე გუნდებს 3 ქულა ეწერებათ, 21 ტურში 61 ქულა ტოპ ჩემპიონატებში არცერთ გუნდს არასდროს ჰქონია.

„ტოტენჰემი“ – „ლივერპული“ 0:1

გოლი: 0:1 ფირმინო (37)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ხავი “ბარსელონას” მწვრთნელობასთან ახლოსაა – ყატარში ინფორმაცია დაადასტურეს