კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლივერპულმა” “სიტი” დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურის და მთლიანად პირველი წრის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება „ენფილდ როუდზე“ გაიმართა, სადაც „ლივერპულმა“ მთავარი კონკურენტი „მანჩესტერ სიტი“ მიიღო.

ამ ტურამდე იურგენ კლოპის გუნდი მეტოქეს 6 ქულით უსწრებდა და გამარჯვების შემთხვევაში უპირატესობას კიდევ უფრო იმყარებდა. „სიტის“ კი შანსი ჰქონდა ჩამორჩენა შეემცირებინა.

თუმცა, შეხვედრა „ლივერპულმა“ იდეალურად ჩაატარა და „ქალაქელებს“ შანსი არ დაუტოვა. მე-6 წუთზე ფაბინიომ შორი მანძილიდან გაიტანა და ანგარიში გახსნა, ხოლო მალევე, ენდრიუ რობერტსონის პასი მოჰამედ სალაჰმა თავური დარტყმით დააგვირგვინა. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. სადიო მანემ მესამედ დაამწუხრა „სიტი“.

პეპ გვარდიოლას გუნდმა კი, მხოლოდ ის მოახერხა, რომ პრესტიჟის გოლი გაიტანა (ბერნარდო სილვამ), რამაც ბუნებრივია მარცხისგან ვერ იხსნა.

„ლივერპულმა“ 34 ქულა დააგროვა და „სიტის“ 9 ქულით გაასწრო. თუმცა, ახლა მანჩესტერელები მეოთხე ადგილამდე დაქვეითდნენ, რადგან „ლესტერმა“ და „ჩელსიმ“ თითო ქულით გადაუსწრეს.

„ლივერპული“ – „მანჩესტერ სიტი“ 3:1

გოლები: 1:0 ფაბინიო (6), 2:0 სალაჰი (13), 3:0 მანე (51), 3:1 ბერნარდო სილვა (78)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

გიორგი მაკარიძემ პენალტი აიღო, ქართველს შვიდი მშრალი მატჩი აქვს (ვიდეო)