კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლივერპულმა” პრემიერლიგაში “ენფილდზე” პირველად ვერ მოიგო (ვიდეო)

ლივერპულმა ქულები დაკარგა

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში „ლივერპულმა“ „ბარნლის“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონია, მოტივაცია მაინც ჰქონდა – რეკორდის დამყარება ერთ სეზონში მოპოვებული ქულებით.

იურგენ კლოპის გუნდს ამის შანსი კიდევ აქვს, მაგრამ გაირთულა საქმე, რადგან შინ „ბარნლის“ ვერ მოუგო.

პირველი ტაიმისი მიწურულს ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, გოლი ენდრიუ რობერტსონმა გაიტანა. მეორე ტაიმში ჯეი როდრიგესმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “წითლებმა” პრემიერლიგის ამ სეზონში სახლში პირველად ვერ მოიგეს

„ლივერპულს“ 93 ქულა აქვს და დარჩენილ სამ ტურში ყველა მატჩი აქვს მოსაგები, რომ 100-ქულიან ზღვარს გადასცდეს.

„ლივერპული“ – „ბარნლი“ 1:1

გოლები: 1:0 რობერტსონი (34), 1:1 როდრიგესი (69)

 

 

წყარო – Premierleague

 

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი გარდაიცვალა