კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლივერპულმა” ისევ მოიგო და პრემიერლიგაში უპირატესობა გაიმყარა (ვიდეო)

Image source: Liverpool fc

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში „ლივერპულის“ წაუგებელი სერია კვლავ გრძელდება. იურგენ კლოპის გუნდმა შინ, „ვულვზი“ მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი „წითლების“ თავდამსხმელმა სადიო მანემ გაიტანა. სენეგალელმა ფეხბურთელმა აღნიშნული პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე შეძლო და როგორც შემდეგ გაირკვა, საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

ამ გამარჯვებით „ლივერპულს“  55 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარ „ლესტერს“ 13 ქულით უსწრებს, თან აღსანიშავია ის ფაქტიც, რომ „მელიებს“ 1 თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. „ვულვზი“ კი 30 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

„ლივერპული“ – „ვულვზი“ 1:0

გოლი: 1:0 მანე (43)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ლონდონური დაპირისპირება “ჩელსიმ” მოიგო (ვიდეო)