კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლივერპულმა” “ჩელსის” სადიო მანეს გოლებით აჯობა (ვიდეო)

ლივერპულმა ჩელსის მოუგო

Image source: Getty images

 

„ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსის“ ეწვია და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.

ორივე გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი სადიო მანე იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. სენეგალელმა 45-ე წუთზე ანდრეას კრისტენსენს წითელი ბარათი აკიდა და ამ მხრივაც გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

შესვენების შემდეგ კი უკვე გოლები გაიტანა. 50-ე წუთზე თავით დალაშქრა მეტოქის კარი, 4 წუთში კი კეპას შეცდომით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ლივერპულს“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ლიდერთა შორისაა, „ჩელსის“ კი 3 ქულა აქვს მოპოვებული.

„ჩელსი“ – „ლივერპული“ 0:2

გოლები: 0:1 მანე (50), 0:2 მანე (54)

 

 

წყარო – Premierleague

 

საქართველოს თასზე მე-6 მეოთხედფინალისტი ცნობილია