კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ლივერპულმა” აუტსაიდერს ბრძოლაში მოუგო (ვიდეო)

ლივერპულმა მოიგო

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურში „ლივერპულმა“ „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

თუმცა, იურგენ კლოპის გუნდს ერთ-ერთი ღრმა აუტსაიდერის წინააღმდეგ საკმაოდ გაუჭირდა. ანგარიში სტუმრებმა სანდერ ბერგის პენალტით გახნეს და ნახევარი საათი იგებდნენ. ტაიმის ბოლოს წონასწორობა რობერტო ფირმინომ აღადგინა.

„ლივერპულს“ გამარჯვება დიოგო ჟოტამ მოუტანა, რომელმაც 64-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„წითლებმა“ 13 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობას თანაქალაქელ „ევერტონთან“ ერთად იყოფენ.

„ლივერპული“ – „შეფილდი“ 2:1

გოლები: 0:1 ბერგი (13, პენ), 1:1 ფირმინო (41), 2:1 ჟოტა (64)

 

 

წყარო – Premierleague

 

რამდენი ქულით შეაფასეს “როტორის” ქართველი ფეხბურთელები “ლოკომოტივთან”