კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლივერპულმა” 30 წლის განმავლობაში ჩემპიონის სტატუსით პირველი მატჩი მოიგო (ვიდეო)

ლივერპულმა ასტონ ვილას აჯობა

Image source: Premier League

 

ბოლო 30 წლის განმავლობაში „ლივერპულმა“ პირველად მოიგო ჩემპიონის სტატუსით ინგლისის პრემიერლიგაში მატჩი.

„მანჩესტერ სიტისთან“ განადგურების შემდეგ „წითლებმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ უმასპინძლეს და დამაჯერებლად აჯობეს – 2:0.

იურგენ კლოპის გუნდმა საკმაოდ ცუდი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ ბოლო ოც წუთში მეტოქე მაინც გატეხა, სადიო მანესა და კურტის ჯონსის გოლებით იმარჯვა.

მანეს გოლი პირველი იყო „ლივერპულისთვის“ ჩემპიონის რანგში და აგრეთვე გამარჯვებაც. მოგეხსენებათ, მერსისაიდელებმა ორი ტურის წინ გაიფორმეს ჩემპიონის ტიტული.

„ლივერპული“ – „ასტონ ვილა“ 2:0

გოლები: 1:0 მანე (71), 2:0 ჯონსი (89)

 

 

წყარო – Premierleague

 

ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი საგოლე პასით “რუბინმა” მოიგო (ვიდეო)