კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლივერპულმა” 2017 წლის შემდეგ “ენფილდზე” წააგო და პრემიერლიგაში საშინლად თამაშობს (ვიდეო)

ლივერპულმა შინ 2017 წლის შემდეგ პირველად წააგო

Image source: Getty images

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში „ლივერპულმა“ „ბარნლის“ უმასპინძლა და წააგო. ეს ნიშნავს, რომ „წითლების“ წაუგებელი სერია „ენფილდ როუდზე“ დასრულებულია.

იურგენ კლოპის გუნდს საკუთარ მოედანზე 2017 წლის აპრილის შემდეგ ზედიზედ 68 თამაში არ ჰქონდა წაგებული, საიდანაც 55 მოიგო და 13-ჯერ ფრე ითამაშა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. „ბარნლიმ“ შეუძლებელი შეძლო და ეშლი ბარნსის გოლით 1:0 მოიგო.

„ლივერპულმა“ გარდა იმისა, რომ ეს საპატიო სერია დაასრულა, სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაირთულა. ინგლისური გრანდი 34 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერს 6 ქულით ჩამორჩება.

განსაკუთრებით აღასანიშნავია, რომ კლოპის გუნდს პრემიერლიგაში ბოლო 5 მატჩი არ მოუგია, საიდანაც 2-ჯერ წააგო, ხოლო ბოლო 4 ტურში 1 გოლიც ვერ გაიტანა. „ლივერპული“ სავარაუდოდ მეოთხე ადგილსაც დაკარგავს, რადგან მის უკან მყოფი გუნდები მხოლოდ 1 და 2 ქულით ჩამორჩებიან და თამაშით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული.

„ლივერპული“ – „ბარნლი“ 0:1

გოლი: 0:1 ბარნსი (83, პენ)

 

 

წყარო – Premierleague

 

ფიფა კლუბებს და ფეხბურთელებს თავის ტურნირებში თამაშის აკრძალვით დაემუქრა