კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლივერპულის” ყოფილი მეკარე: “თუ მბაპე გადმოვა, მას თავისი ღირებულების დამტკიცება მოუწევს”

გრობელარი მბაპეზე

Image source: Getty Images

 

ლივერპულის“ ყოფილმა ზიმბაბველმა მეკარემ, ბრიუს გრობელარმა, მერსისაიდულ გუნდში კილიან მბაპეს შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

“თუკი ის„ენფილდზე“ გადმოვა, მას სავარაუდოდ თავისი ღირებულების დამტკიცება მოუწევს. ჩვენ არ ვიცით, როგორი გარემოება იქნება – ყველაფერი კლოპზეა დამოკიდებული. ვინ არ უნდა “ენფილდზე” გადმოვიდეს, მას მოუწევს უფრო კარგი თამაშის ჩვენება, როგორიც მინამინო იყო.

ახლა ყველა მოთამაშეს სურს „ლივერპულში“ გადმოსვლა, რადგან ინგლისის ჩემპიონები ვართ ფეხბურთელმა. ნებისმიერს, რომელსაც ჩვენთან გადმოსვლის სურვილი არ აქვს, ექიმს უნდა მიმართოს, რადგანაც ეს საუკეთესო გუნდია რამდენიმე წლის განმავლობაში” , – 62 გრობელარის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ გრობელარი “ლივერპულის” ღირსებას იცავდა 1980-1994 წლებში.

 

წყარო – goal.com

 

 

 

მამია გავაშელიშვილი: “დარწმუნებული ვარ, ფორმას მალე აღვიდგენ”