Image source: Premier League
ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურში „ლივერპულმა“ „ლესტერ სიტის“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მარტივად დაამარცხა.
იურგენ კლოპის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი. ანგარიში 21-ე წუთზე ჯონი ევანსის ავტოგოლით გაიხსნა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს დიოგო ჟოტამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
საბოლოო ანგარიში კი მატჩის მიწურულს რობერტო ფირმინომ დააფიქსირა და „წითლებმა“ 3:0 მოიგო.
„ლივერპული“ 20 ქულით ლიდერობას „ტოტენჰემთან“ ერთად იყოფს, ხოლო „ლესტერი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა.
„ლივერპული“ – „ლესტერი“ 3:0
გოლები: 1:0 ევანსი (21, ა.გ), 2:0 ჟოტა (41), 3:0 ფირმინო (86)
ليفربول 3 × 0 ليستر سيتي| أهداف المباراة – ALL GOALS 🎥
ــــــــــــــــــــــــــــــــــــــــــــ
to never miss any goal Follow @BASAMGOAL_ pic.twitter.com/yIRL4JS2FY— بـســـــــــGOALــــــامـــ (@GOAL925) November 22, 2020
წყარო – Premierleague
ვიდეობი
ფოტოები