კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ლივერპულის” დრამატული გამარჯვება და რეკორდი (ვიდეო)

Image source: Liverpool fc

 

ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში თითქმის ჩემპიონი „ლივერპული“ ლონდონის „ვესტ ჰემს“ დაუპირისპირდა.

იურგენ კლოპის გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა და ძალიან ახლოს იყო მიმდინარე სეზონში მეორედ დაეკარგა ქულები. „წითლები“ სწრაფადვე დაწინაურდნენ, მაგრამ ასევე მალევე სტუმრებმა გაათანაბრეს, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში სულაც „ვესტ ჰემი“ დაწინაურდა.

„ლვერპული“ 68-ე წუთამდე აგებდა და მოჰამედ სალაჰმა გაათანაბრა. 81-ე წუთზე კი, მერსისაიდელებმა გამარჯვების გოლიც გაიტანეს და მძიმე ბრძოლაში, მაგრამ რაც მთავარია მოიგეს. კლოპის გუნდმა ზედიზედ მე-18 თამაში მოიგო პრემიერლიგაში და “მანჩესტერ სიტის” 3 წლის წინ დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

„ლივერპულმა“ 79 ქულა დააგროვა და „მანჩესტერ სიტის“ 22 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოტა რჩება ოფიციალურად გაჩემპიონებამდე.

„ლივერპული“ – „ვესტ ჰემი“ 3:2

გოლები: 1:0 ვაინალდუმი (9), 1:1 დიოპი (12), 1:2 ფორნალსი (54), 2:2 სალაჰი (68), 3:2 მანე (81)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

წყარო – premierleague.com

 

“ეს იგივეა, ფეხბურთში “მარაკანაზე” ბრაზილიას მოუგო” – კალათბურთელები თბილისში დაბრუნდნენ