კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლივერპულის” ჩემპიონობას წინ აღარაფერი უდგას (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგაში „ლივერპულის“ სრული ჰეგემონია გრძელდება. იურგენ კლოპის გუნდს ამ ტურამდე 21 თამაშში ერთადერთი ფრე ჰქონდა და ისიც „მანჩესტერ იუნაიტედთან“.

სწორედ „წითელ ეშმაკებს“ უმასპინძლეს მერსისაიდელებმა და ამჯერად მისი დამარცხება შეძლეს. ანგარიში ვირჯილ ვან დეიკმა თავური დარტყმით გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კონტრშეტევა გოლით მოჰამედ სალაჰმა დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

„ლივერპულმა“ 64 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 16 ქულით უსწრებს, თან თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მოკლედ, ნანატრ ჩემპიონობას წინ აღარაფერი უდგას.

„ლივერპული“ – „მანჩესტერი“ 2:0

გოლები: 1:0 ვირჯილ ვან დეიკი (14), 2:0 სალაჰი (90)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“საბურთალო” გიორგი გაბედავას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა