Image source: standard.co.uk
“ბაიერნის” ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა “ლივერპულში” გადასვლასთან ახლოსაა.
ВВС-ის სინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ახალ გუნდში ფეხბურთელი 6 ნომრის მაისურს ჩაიცმევს.
წყაროს ინფორმაციით, “ლივერპული” ტიაგოსთვის მთელი კონტრაქტის მანძილზე “ბაიერნს” 20 მილიონ ფუნტს გადაუხდის. მიუნხენის გუნდი 5 მილიონს ბონუსის სახით მიიღებს, თუკი მერსისაიდელები პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ.
უფრო ადრე კარლ ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა, რომ ჰავბეკი მალე “ლივერპულში” გადავა.
წყარო – ВВС
ვიდეობი
ფოტოები