კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლივერპული” მეორე შემადგენლობითაც დაუმარცხებელია (ვიდეო)

Image source: Liverpool fc

 

„ლივერპული“ ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში თანაქალაქელ „ევერტონს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, მომდევნო ეტაპის საგზური მაინც მოიპოვა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 71-ე წუთზე კურტის ჯონსმა გაიტანა და „წითლებმა“ ლივერპულური დერბი მოიგეს.

1/16 ფინალში ითამაშებს ლონდონის „ჩელსიც“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ნოტინგემ ფორესტი“ პრობლემების გარეშე, პირველივე ტაიმში გატანილი ორი გოლით დაამარცხა.

„ლივერპული“ – „ევერტონი“ 1:0

გოლი: 1:0 ჯონსი (71)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

„ჩელსი“ – „ნოტინგემი“ 2:0

გოლები: 1:0 ჰადსონ-ოდოი (6), 2:0 ბარკლი (33)

 

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიას” დრამატული მარცხი ესპანეთის ჩემპიონატში