კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლივერპული” ინგლისის ლიგის თასიდან თავის მოხსნას აპირებს – კლოპმა მიზეზი დაასახელა

Image source: The Guardian

 

„ლივერპულმა“ შესაძლოა ინგლისის ლიგის თასზე აღარ ითამაშოს. მიუხედავად იმისა, რომ „წითლებმა“ მერვედფინალში ლონდონის „არსენალთან“ საოცარ თამაში მოიგეს (5:5, პენალტებში 5:4), იურგენ კლოპს საკმარისი საფუძველი აქვს, რომ ამ ტურნირზე უარი თქვა.

ლიგის თასის მეოთხედფინალები დეკემბერში გაიმართება და ამავე პერიოდში „ლივერპულს“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე უწევს თამაში. კლოპის განცხადებით, თუ შესაბამისი თარიღი არ მოიძებნება, გუნდი გათამაშებიდან თავს მოიხსნის.

„შესაფერის თარიღს თუ არ გამოგვიძებნიან, საშობაო პერიოდის გამოკლებით, იძულებულნი ვიქნები, რომ ტურნირი დავტოვოთ. ასეთ გრაფიკში თამაში შეუძლებელია“ – თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში 17 დეკემბერს, ბირმინგემის „ასტონ ვილას“ უნდა დაუპირისპირდეს.

 

წყარო – The Guardian

 

ცნობილია შვეიცარია-საქართველოს მატჩის ჩატარების ქალაქი, დრო და სტადიონის დეტალები