კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ლივერპული” ჩემპიონის რანგში პირველივე მატჩში შერცხვა (ვიდეო)

სიტიმ ლივერპული გაანადგურა

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის გამორჩეული მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულს“ შორის გაიმართა. ეს იყო იურგენ კლოპის გუნდისთვის პირველი თამაში მას შემდეგ, რაც ჩემპიონობა ოფიციალურად მოიპოვა.

„სიტის“ ფეხბურთელები ჩემპიონებს საპატიო დერეფნით დაუხვდნენ, მაგრამ მოედანზე არც შეიმჩნიეს და 4:0 გაანადგურეს.

პირველივე ტაიმში ყველაფერი გაირკვა, როდესაც დე ბრუინმა, სტერლინგმა და ფოდენმა სამი გოლი გაიტანეს. მეორე ტაიმში კი გვარდიოლას გუნდმა მეოთხეც გაიტანა და ჩემპიონი მეტოქე გაანადგურა.

„ლივერპული“ სეზონში მეორედ დამარცხდა და პრაქტიკული თვალსაზრისით ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია, მაგრამ მაინც მტკივნეული წაგება იყო, ჩემპიონის რანგში პირველივე შეხვედრაში განადგურდა. თანაც, ძირითადი შემადგენლობით თამაშობდა.

„მანჩესტერ სიტი“ – „ლივერპული“ 4:0

გოლები: 1:0 დე ბრუინი (25, პენ), 2:0 სტერლინგი (35), 3:0 ფოდენი (45), 4:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (66)

 

 

წყარო – Premierleague

 

ოფიციალურად: თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” მწვრთნელს ნდობა გამოუცხადა