კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლიონელ მესიმ რეკორდი დაამყარა, “ბარსელონამ” შანსი შეინარჩუნა (ვიდეო)

ბარსამ მოიგო

Image source: Getty images

 

ლა ლიგის 36-ე ტურში „ბარსელონა“ „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, რის ხარჯზეც სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა.

ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე გავიდა. ლიონელ მესის პასით არტურო ვიდალმა გაიტანა და თავის გუნდს მოაგებინა. მესიმ მიმდინარე სეზონში მე-20 საგოლე პასი გააკეთა. ტიერი ანრისთან ერთად ერთადერთი ფეხბურთელია 21-ე საუკუნეში, ვინც ერთ სეზონში მინიმუმ 20 გოლი და 20 საგოლე პასი დააგროვა. მესის შედეგიან პასებთან ერთად 22 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ანრიმ 2003 წელს პრემიერლიგში 24 გოლი და 20 საგოლე პასი მიითვალა.

„ბარსელონამ“ კი ამ გამარჯვებით „რეალთან“ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მადრიდელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

„ვალიადოლიდი“ – „ბარსელონა“ 0:1

გოლი: 0:1 ვიდალი (15)

 

 

წყარო – Laliga

 

ეროვნული ლიგა – გორის “დილა” ლიდერის პოზიციაზეა