კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლიონელ მესიმ ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავების 15-კაციანი სია შეადგინა

Image source: Give me Sport

 

ბარსელონას” ლიდერმა, ლიონელ მესიმ ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავების 15 კაციანი სია შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გამორჩეულთა შორის არგენტინელმა არ მოიხსენია დორტმუნდის “ბორუსიის” თავდამსხმელი, ერლინგ ჰაალანდი და თანაგუნდელი ანსუ ფატი.

წარმოგიდგენთ მესის ფავორიტებს:

  • ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (“ლივერპული”) – მცველი, რომელიც შთამბეჭდავად თამაშობს შეტევისას. მას კარგი მომავალი ელოდება.
  • კრისტიან პულიშიჩი (“ჩელსი”) – საოცარი ბალანსი და გამჭრიახობა აქვს.
  • მეისონ მაუნტი (“ჩელსი”) – მისი თამაში მინახავს. შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.
  • ფილ ფოდენი (“მანჩესტერ სიტი”) – მას დიდი ტალანტი აქვს.
  • ჯეიდონ სანჩო (“ბორუსია”) – მისი დრიბლინგი შთამბეჭდავია.
  • ლუკა იოვიჩი (“რეალ მადრიდი”) – ჯადოქარი ფეხბურთელი, რომელიც შეუძლებელს აკეთებს.
  • კაი ჰავერცი (“ბაიერი”) – მისი თვითკონტროლი მეტოქის კართან საკმაოდ შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, თუ რა ახალგაზრდაა.
  • ედერ მილიტაო (“რეალ მადრიდი”) – ფენომენალური ნიჭი და დიდი მებრძოლი.
  • უსმან დემბელე (“ბარსელონა”) – მისი ტემპი ვარჯიშების დროს შიშის მომგვრელია.
  • უსემ აუარი (“ლიონი”) – ბურთით მუშაობის დროს ის მუდამ მშვიდია და შესანიშნავი ტექნიკა აქვს.
  • ფრენკი დე იონგი (“ბარსელონა”) – ერთ-ერთი საუკეთესო პასის მომწოდებელი, რომელიც ოდესღაც მინახავს მის ასაკში.
  • ჟოაუ ფელიში (“ატლეტიკო”) – პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ფეხბურთელი ამ მომენტში.
  • კილიან მბაპე (“პსჟ”) – ძალიან სწრაფი და საშიში ფეხბურთელია.
  • ჯოშუა კიმიხი (“ბაიერნი”) – ნიჭიერი მცველი, რომელიც შედეგიან გადაცემებს აკეთებს.
  • ბენჯამენ პავარი (“ბაიერნი”) – შესანიშნავი მცველი, რომელსაც კარგი დარტყმები აქვს.

 

 

 

წყარო – Give me Sport

 

 

 

 

 

რა მოხდა “ჯუზეპე მეაცაზე” 2001 წლის 1 აპრილს (ვიდეო)