კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლიონელ მესი კიევის “დინამოს” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს

Lionel Messi of Barcelona

Image source: Getty Images

 

ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი კიევის “დინამოს” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს. გუნდის განაცხადი კატალონიური კლუბის ტვიტერზე გამოაცხადეს.

განაცხადში მოხვდა 19 ფეხბურთელი:

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, სერჟინიო დესტი, კარლეს ალენია, ანტუან გრიზმანი, მირალემ პიანიჩი, მარტინ ბრაიტვეიტი, უსმან დემბელე, რიკ პუჩი, ნეტო, ფელიპე კოუტინიო, კლემან ლანგლე, ფრანსისკუ ტრინკაო, ჟორდი ალბა, მატეუს ფერნანდესი, ხუნიორ ფირპო, იგნასიო პენია, ოსკარ მინგუეზა და კონრად დე ლა ფუენტე.

მატჩი ხვალ, 24 ნოემბერს შუაღამეს გაიმართება.

გუნდების პირველი შეხვედრა ჯგუფურ ეტაპში 4 ნოემბერს გაიმართა ბარსელონაში, სადაც კატალონიურმა კლუბმა 2-1 გაიმარჯვა.

წყარო – FC Barcelona

 

“რეალისა” და “ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ხაბი ალონსომ “ოცნების გუნდი” შეადგინა