კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლიონელ მესი: “დიეგო არსად მიდის, ის მარადიულია”

მესი მარადონას გარდაცვალებაზე

Image source: Getty images

 

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან პოსტი ინსტაგრამში გამოაქვეყნა.

„ძალიან სამწუხარო დღეა ყველა არგენტინელისთვის და ფეხბურთისთვის. ის გვტოვებს, მაგრამ არსად მიდის, რადგან დიეგო მარადიულია. მე ვიცავ მასთან ერთად გატარებულ მშვენიერ წუთებს. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს“ – დაწერა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა დღეს საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Leo Messi (@leomessi)

 

წყარო – Twitter

 

პელე: “ერთ დღეს მე და მარადონა ზეცაში ფეხბურთს ვითამაშებთ”