კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებიში გამოიძახეს. გუნდის განაცხადი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში გამოიძახეს

Image source: Getty Images

 

ბარსელონას” თავდამსხმელი, ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში გამოიძახეს. მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები – ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), ხუან მუსო (უდინეზე, იტალია), აგუსტინ მარკეზინი (პორტუ, პორტუგალია);

მცველები – ხუან ფოიტი (ტოტენჰემი, ინგლისი), რენცო სარავია (ინტერნაციონალე, ბრაზილია), ხერმან პეცელია (ფიორენტინა, იტალია), ლეო ბალერდი (მარსელი, საფრანგეთი), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ნეუენ პერესი (ატლეტიკო, ესპანეთი), ვალტერ კანემანი (გრემიო, ბრაზილის), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ნიდერლანდები), მარკოს აკუნია (სევილია, ესპანეთი), ფაკუნდო მედინა (ლანსი, საფრანგეთი);

ნახევარმცველები – ლეანდრო პარედესი (პსჟ, საფრანგეთი), გვიდო როდრიგესი (ბეტისი, ესპანეთი), როდრიგო დე პოლი (უდინეზე, იტალია), ესეკილ პალასიოსი (ლევერკუზენი, გერმანია), ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი, ინგლისი), ნიკოლას დომინგესი (ბოლონია, იტალია);

ფორვარდები – ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ლუკას ოკამპოსი (სევილია, ესპანეთი), ნიკოლას გონსალესი (შტუტგარტი, გერმანია), ალექსის მაკალისტერი (ბრაიტონი, ინგლისი), ალეხანდრო გომესი (ატალანტა, იტალია), ხოაკინ კორეა (ლაციო, იტალია), ლუკას ალარიო (ლევერკუზენი, გერმანია), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), ჯოვანი სიმეონე (კალიარი, იტალია), კრისტიან პავონი (ლოს ანჯელეს გელაქსი, აშშ).

აღვნიშნოთ, რომ სანაკრებო მატჩში მონაწილეობისთვის მესი არგენტინაში კვალიფიკაციამდე ორი კვირით ადრე უნდა ჩაფრინდეს. ამგვარად, მან შესაძლოა ლა ლიგაში “ვილიარეალთან“, “სელტასთან” და “სევილიასთან” მატჩები გამოტოვოს.

არგენტინის ნაკრები 8 ოქტომბერს ეკვადორის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 13 ოქტომბერს ბოლივიას შეხვდება.

 

ლადო ხინჩეგაშვილმა აშშ-ში პრესტიშულ საჭიდაო შოუში გაიმარჯვა (ვიდეო)