კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლიონელ მესი: “ამ დღეზე ბევრს ვოცნებობდი”

მესის სტატუსი ინსტაგრამის გვერდზე

Image source: Leo Messi ინსტაგრამის გვერდი

 

არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლივიასთან მოგებულ მატჩში (3:0) ჰეტ-ტრიკი გააფორმა. მატჩის შემდეგ მან სტატუსი დაწერა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე:

“ამ დღეზე ბევრს ვოცნებობდი და მადლობა ღმერთს, რომ მოვიდა. მე არ მყოფნის სიტყვები, რომ მადლობა გადაგიხადოთ მიღებული სიყვარულისთვის. რა ლამაზი ღამეა, მე ნამდვილად ვისიამოვნე. დაუვიწყარია ეს”, – დაწერა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში სულ 153 მატჩი ჩაატარა და 79 გოლი გაიტანა.

 

 

 

წყარო – leomessi