კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლიგა ენდესა: ბექა ბურჯანაძის გუნდი ვალენსიაში ოვერტაიმით იმარჯვა

 

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-7 ტურის მატჩში ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” სტუმრად “ვალენსიას” დაუპირისპირდა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 88:86 იმარჯვა.

კუნძულელთა ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:26 წუთი დაჰყო და მისმა მონაგარმა 6 ქულა და 5 მოხსნა შეადგინა. დაპირისპირების საუკეთესო კალათბურთელი კი ომარ კუკი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა მიითვალა.

3 მოგებითა და 4 მარცხით გრანკანარიელები სატურნირო ცხრილში 8-14 ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩს ბურჯანაძის გუნდი 9 ნომბერს, სტუმრად “ბილბაოსთან” გამართავს.

წყარო – cbgrancanaria.net

NBA: გოგა ბითაძემ პირველად “პეისერსის” სასტარტო ხუთეულში ითამაშა და გუნდთან მესამე გამარჯვება იზეიმა (ვიდეო)