კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლიბერთი”, ყველასთვის საამაყო, “ლანჩხუთის” ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორი გახდა

ლიბერთი ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორია

Image source: ლიბერთის ფეისბუქ გვერდი

 

გუშინ, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში „ლანჩხუთის“ ქალთა საფეხბურთო გუნდთან სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა.

“დღეიდან, ყველასთვის საამაყო, “ლანჩხუთის” ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორები ვართ.
ჩვენ გულით გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გუნდს ჰქონდეს ყველა პირობა სრულფასოვანი მომზადებისა და წარმატებული სეზონისთვის.
ქალების გაძლიერება ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით რეგიონებში და გვჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციასთან ერთად, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს” , – ვკითხულობთ ლიბერთის ფეისბუქ გვერდზე.

აღვნიშნოთ, რომ ქსკ „ლანჩხუთმა“ 2020 წელს ქართული ფეხბურთში ისტორიულ წარმატებას მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

 

წყარო – Liberty • ლიბერთი