კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რობერტ ლევანდოვსკის ოპერაცია ჩაუტარდა

Image source: Getty Images

 

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის საზარდულის ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ოპერაციის გაკეთება გერმანული კლუბი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გეგმავდა. 31 წლის ფორვარდს სავარაუდოდ 10-14 დღე გაუცდება.

გერმანიის ჩემპიონატში გამოცხადებული ოთხკვირიანი პაუზის წინ “რეკორდმაისტერს33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა. მოქმედი ჩემპიონი მომდევნო მატჩშ 19 იანვარს გამართავს.

პოლონელმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, სადაც 30 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ის ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.

წყარო – BBC

რა კავშირი აქვს შოთა არველაძეს “არსენალის” ახალ მწვრთნელთან