კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქი და ჰოლანდის დუბლი “ბაიერნი” – “დორტმუნდის” მატჩში (ვიდეო)

ბაიერნმა დორტმუნდს მოუგო

Image source: Getty images

 

გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და ძალიან საინტერესო ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრა „დორტმუნდის“ ერლინგ ჰოლანდმა საოცრად დიაწყო, მეორე და მეცხრე წუთებზე ნორვეგიელმა დუბლი შეასრულა და სტუმრებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. თუმცა, „ბაიერნს“ რობერტ ლევანდოვსკი ჰყავს, რომელმაც ამ დუბლს პირველივე ტაიმში დუბლით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა.

შეხვედრა ისე მიდიოდა, რომ ფრე უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ „ბაიერნმა“ მაინც მოიგო. 88-ე წუთზე ლეონ გორეცკამ გაიტანა, ხოლო მსაჯის კომპენსირებულ დროში ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა და მიუნხენელებმა 4:2 მოიგეს.

„ბაიერნს“ 55 ქულა აქვს და ლიდერია, ხოლო „დორტმუნდი“ 39 ქულით მეექვსე ადგილზეა.

„ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 4:2

გოლები: 0:1 ჰოლანდი (2), 0:2 ჰოლანდი (9), 1:2 ლევანდოვსკი (26), 2:2 ლევანდოვსკი (44, პენ), 3:2 გორეცკა (88), 4:2 ლევანდოვსკი (90)

 

 

წყარო – Bayern

 

მაისაშვილი: “მიზანი 5 ქულის მოპოვება იყო და მივაღწიეთ”