კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევანდოვსკიმ სანაკრებო შეკრებაზე ტრავმა მიიღო

ლევანდოვსკი დაშავდა

Image source: Getty images

 

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ტრავმირებულია. პოლონელმა ფეხბურთელმა მუხლის დაზიანება ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას მიიღო და შეკრება დატოვა.

ჯერჯერობით არაა ცნობილი როდემდე ვერ შეძლებს 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მოედანზე გასვლას. ექიმები პასუხს უახლოეს დღეებში იტყვიან.

„ბაიერნში“ კი იმის შიში აქვთ, რომ ლევანდოვსკი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში „პსჟ-სთან“ ვერ დაეხმარება, რაც გუნდისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება.

მიმდინარე სეზონში პოლონელი თავდამსხმელი შესანიშნავ ფორმაშია და 42 გოლი აქვს გატანილი.

 

წყარო – skysports.com

 

სერხიო აგუერო “მანჩესტერ სიტის” ტოვებს